არქივი: 2017 წლის სოფლის ტურიზმის I საერთაშორისო კონფერენცია

"სოფლის ტურიზმის თანამედროვე სტანდარტები და ტენდენციები"

 

პირველი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა  ბათუმში 2017 წლის 8-9 სექტემბერს, თემაზე  „სოფლის ტურიზმის თანამედროვე სტანდარტები და ტენდენციები ‘’ .  

კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდა 150 დელეგატი,  როგორც უცხოელი ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგნეტოები,  სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, მოხსენებები  და სემინარები. ასევე მოეწყო გაცნობითი პრაქტიკული ექსკურიები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე.

2017 წლის სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის სამუშაო თემებს წარმოადგენდა:

  • სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები ( მომსახურების სტანდარტები , საოჯახო სასტუმრო სახლების ტიპები და ა.შ) ევროპული სტანდარტების კონკრეტული მაგალითების განხილვა.
  • სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში ( კონკრეტული მაგალითების განხილვა) 
  • ღვინის ტურიზმის სტანდარტები
  • სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება  ინოვაციური სერვისების და აქტივობების  პარალელურად
  • ტურისტების მოზიდვა - რეკლამირება

 

⇒ 2017 წლის კონფერენციის პროგრამა და მომხსენებლები.