არქივი: 2018 წლის სოფლის ტურიზმის II საერთაშორისო კონფერენცია

"სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი"

 

სოფლის ტურიზმის II საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - "სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი" ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა ბათუმში, სასტუმრო "შერატონში", 2018 წლის 19-20 ოქტომბერს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 150-მდე უცხოელმა და ქართველმა დელეგატმა მსოფლიოს 6 ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მონაწილეებს შორის იყვნენ ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები,  სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, მოხსენებები  და სემინარები. ასევე მოეწყო გაცნობითი, პრაქტიკული ექსკურიები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე.

 

2018 წლის სოფლის ტურიზმის II საერთაშორისო კონფერენციის სამუშაო თემებს წარმოადგენდა:

  • სოფლის ტურიზმის პოტენციალი და განვითარების პერსპექტივები
  • სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი. მონაწილეთა მოხსენებები და დისკუსია
  • სოფლის ტურიზმი აჭარაში. ტურისტული პროდუქტები, ვიზიტორთა მზარდი დინამიკა, ტენდენციები და გამოწვევები. მონაწილეთა მოხსენებები და დისკუსია
  • სოფლის ტურიზმი: შესაძლებლობები და გამოწვევები

 

⇒ 2018 წლის კონფერენციის პროგრამა და მომხსენებლები

⇒ 2018 წლის კონფერენციის მონაწილეთა სია

⇒ I სესიის პრეზენტაციები

⇒ II სესიის პრეზენტაციები

⇒ III სესიის პრეზენტაციები

⇒ IV სესიის პრეზენტაციები