სოფლის ტურიზმის მე-2 საერთაშორისო კონფერენცია
“სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი”

19- 20 ოქტომბერი, 2018 ბათუმი, საქართველი

სოფლის ტურიზმის მე-2 საერთაშორისო კონფერენცია აჭარაში გაიმართება 2018 წლის 19-20 ოქტომბერს თემაზე „სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი‘’.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები.

კონფერენციის ფარგლებში, 2 დღის განმავლობაში გაიმართება პრეზენტაციები, მოხსენებები და სემინარები მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, მოეწყობა გაცნობითი, პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე და გაიმართება დისკუსიები.

კონფერენციის სამუშაო თემებია:

  • სოფელი და სოფლად ცხოვრება როგორც ტურისტული პროდუქტი, ბიზნესი და შემოსავლის წყარო;
  • ინოვაციური სერვისები და ტურისტული პროდუქტები სოფლად/სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისების პარალელურად;
  • სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები აჭარის რეგიონში /ტურისტული ინფრასტრუქტურა სოფლად;
  • სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები (მომსახურების სტანდარტები, საოჯახო სასტუმრო სახლების ტიპები და ა.შ)
  • ქართული სტუმართმასპინძლობა და სტუმართმასპინძლობა როგორც ბიზნესი;
  • სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში;
  • კონკურენცია სოფლის ტურიზმში, კონკურენციის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენა და მხარეები;
  • ტურისტების მოზიდვა სოფლად და რეკლამირება;

 

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია. ქართველ მონაწილეთათვის კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია შესაძლებელია 16 ოქტომბრამდე.

კონფერენციაზე უცხოელი და ქართველი მომხსენებლების მოწვევა ხდება ინდივიდუალურად. სპეციალურად მოწვეული უცხოელი და ქართველი მონაწილეების (მთიანი აჭარა და საქართველოს სხვა რეგიონები) და მომხსენებლების ღამისთევის, კვების, ტრანსპორტის ხარჯების დაფარვა კონფერენციის ფარგლებში ხდება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ. უცხოელმა დელეგატებმა ფრენის ბილეთი თავად უნდა გადაიხადონ.

კონფერენციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.