კონფერენციაზე მოწვეული სტუმრების განთავსება ხდება ქალაქის ცენტრში მდებარე 2 სასტუმროში. სტუმართა გადანაწილება სასტუმროებში მოხდება ინდივიდუალურად, ერთ და ორ ადგილიან ნომრებში. სასტუმროებიდან კონფერენციის ჩატარების ადგილამდე ტრანსპორტირება  უზრუნველყოფილი იქნება.

სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმი“

ვებ-გვერდი: www.hilton.com

მისამართი: რუსთაველის გამზირი 40

ტელ: +995 422 222299

ელ-ფოსტა: Batumi.info@hilton.com

FAX: +995-422-228790

 


სასტუმრო სპუტნიკი

Sputnik

სასტუმრო სპუტნიკი მდებარეობს აჭარის რეგიონის ქალაქ ბათუმში, 2 კმ-ის დაშორებით სანაპიროდან და  ქალაქის ცენტრიდან. სასტუმროდან იშლება  შავი ზღვისა და  ქალაქის უნიკალური პანორამული ხედი. სასტუმროს უჭირავს 9308 მ2 ტერიტორია,  გარშემორტყმულია  ულამაზესი  ტროპიკული ბაღით, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.  ზღვისა და მთის კლიმატის გასაოცარი კომბინაცია მოგცემთ საშუალებას სასიამოვნოდ დაისვენოთ და გამდიდრდეთ ახალი შეგრძნებებით.   სასტუმრო სპუტნიკი გთავაზობთ  უგემრიელეს ქართულ  ტრადიციულ სამზარეულოს და მომსახურების მაღალ სტანდარტებს. იგრძენით თავი საკუთარ სახლში ჩვენთან ერთად.

ვებ-გვერდი: www.hotel-sputnik.com

მისამართი: შერვაშიძის აღმართი №28

ტელ: +995 557 227487

ელ-ფოსტა: sales@hotel-sputnik.com