ბათუმი, აჭარა

 

აჭარა საქართველოს ერთ ერთი ულამაზესი მხარეა, რასაც რეგიონის განსაკუთრებული ბუნება, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ განლაგება, თბილი და მზიანი ამინდები, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი, ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობა განაპირობებს. მთისა და ზღვის პეიზაჟები, პარკები და ნაკრძალები აჭარას თვალისმომჭრელს ხდის. რეგიონის გამორჩეული და უგემრიელისი სამზარეულო, ასევე მისი უნიკალური ტრადიციები მთელი წლის მანძილზე იზიდავს ტურისტებს.

 

დღეს, აჭარა საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონია. მისი ადმინისტრაციული ცენტრი, ბათუმი, მთავარი სატრანსპორტო კვანძი და შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

 

აჭარა დამსვენებელს ტურიზმის თითქმის  ყველა სახეობას სთავაზობს: საზღვაო ტურიზმი, ეკო ტურიზმი (სასოფლო ტურიზმი, ფრინველებზე დაკვირვება), ღვინის ტურიზმი, სამთო ტურიზმი, საქმიანი ტურიზმი, საკრუიზო ტურიზმი და სათამაშო ტურიზმი.

 

ბათუმი პოპულარული, თანამედროვე საზღვაო კურორტი და საქართველოს მთავარი ტურისტული ცენტრია. ბათუმი ნიშნავს სიმწვანეს, ზღვას, მზეს, დელიკატესებსა და გარშემორტყმულ მთებს. ეს არის ქალაქი მდიდარი ისტორიითა და ტრადიციებით. ბათუმის საინტერესო, ისტორიული წარსული მნიშვნელოვნად აისახა  ქალაქის არქიტექტურულ მრავალფეროვნებაზე. პორტო ფრანკოს პერიოდში, აქ პროექტების გარკვეული რაოდენობა ევროპელი არქიტექტორების მიერ შესრულდა. ბათუმი  საბჭოთა კავშირისა და პოსტსაბჭოთა პერიოდიდანვე ძალიან პოპულარული საზღვაო და ტურისტული ადგილია,რომელსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ქალაქში მუდმივად ტარდება საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალები და ღონისძიებები.

 

სასაათო სარტყელი: UTC +04:00

საერთაშორისო 

სატელეფონო კოდი: +995

რელიეფი: ძირითადად მთიანი

კლიმატი: ტენიანი სუბტროპიკული ჰავაოქტომბრის საშუალო ტემპერატურა 18°C

კონფერენციის ჩატარების ადგილი: სასტუმრო შერატონ ბათუმი 

შერატონ ბათუმი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროსთან, ბათუმის ცენტრალურ ბულვარში. სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალ მანძილზეა ქალაქის ისტორიული ნაწილი, ცენტრალური პარკი, დელფინარიუმი, ევროპის მოედანი, საბაგირო გზა, თეატრები, მაღაზიები და კაფე-რესტორნები.

სასტუმრო  ,,შერატონ ბათუმი სტუმრებს სთავაზობს 202 მაღალი კლასის ნომერს, სრულ სპა-მომსახურებას, სამორინეს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს, კეთილმოწყობილ ფიტნეს ცენტრს, დახვეწილ ლაუნჯსა და რესტორანს პანორამული ხედით.

ვებ-გვერდი: www.marriott.com

მისამართი: რუსთაველის ქ. №28

ტელ: +995 422 22 90 00

ელ-ფოსტა: info@sheratonbatumi.com