ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის - „Eurogites“ გენერალური ასამბლეა და სოფლის ტურიზმის IV საერთაშორისო კონფერენცია

 

სოფლის ტურიზმის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია აჭარაში გაიმართება.

წელს, ბათუმში პირველად ტარდება ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის -“EuroGites“ გენერალური ასამბლეა. უცხოელი დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში, გაგვიზიარებენ ევროპული სოფლის ტურიზმის განვითარების გამოცდილება, რათა დავნერგოთ საერთაშორისო სტანდარტები და ხელი შევუწყოთ სოფლის ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები.

კონფერენციის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში გაიმართება პრეზენტაციები, მოხსენებები და სემინარები მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, მოეწყობა გაცნობითი, პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე და გაიმართება დისკუსიები.

კონფერენციის სამუშაო თემებია:

  • ჩემი წარმატებული ისტორიები სოფლად
  • ავთენტურობა თუ თანამედროვეობა
  • ტურიზმის პოლიტიკა
  • ღვინო და გასტრონომია, როგორც სოფლის ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი
  • ბლოგოსფერო
  • აგროტურიზმი - დასვენება, განვითარება, ემოციები 

 

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია. 

კონფერენციაზე უცხოელი და ქართველი მომხსენებლების მოწვევა ხდება ინდივიდუალურად. სპეციალურად მოწვეული უცხოელი და ქართველი მონაწილეების (მთიანი აჭარა და საქართველოს სხვა რეგიონები) და მომხსენებლების ღამისთევის, კვების, ტრანსპორტის ხარჯების დაფარვა კონფერენციის ფარგლებში ხდება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ. უცხოელმა დელეგატებმა ფრენის ბილეთი თავად უნდა გადაიხადონ.

Copyright © 2015-2020 - ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო